გაზსადენ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამუშავების შემთხვევაში უკრაინას შესაძლოა უშუალო საფრთხე დაემუქროს; განხორციელდება მისი ეკონომიკური იზოლაცია, - რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა უკრაინაზე გამავალი სატრანზიტო გზა მთლიანად მოხსნას, რის შედეგადაც უკრაინის ტრანზიტი, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, უშუალოდ რუსეთისათვის, დაკარგავს მნიშვნელობას.
სწორედ ამაზე მიგვითითებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაც, - ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა გაზსადენ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის მშენებლობის შესაჩერებლად მუშაობას ერთობლივად გააგრძელებენ, - ამის შესახებ პომპეომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისთან, პაველ კლიმკინთან შეხვედრისას განაცხადა.
გაზსადენ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის შეჩერება უკრაინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის და კონკრეტულად, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუკი მისი ამუშავება განხორციელდება, - ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა.
მისი განცხადებით, ამ გაზსადენის პროექტის ამუშავება უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უშუალოდ აისახება, - იამალი-ევროპის გაზსადენი მთლიანად ჩამოიშლება, რაც უკრაინის ტრანზიტს მნიშვნელობას დაუკარგავს და იგი უსარგებლო გახდება ევროპის ქვეყნებისათვის.
„თუკი „დინება 2"-ს პროექტი განხორციელდება, ეს პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს პოლონეთზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მატეუშ მორავეცკის განცხადება, ფაქტობრივად, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება.
„ამ პროექტის ამუშავება უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, რომ მთლიანად მოხსნას უკრაინიაზე გამავალი სატრანზიტო გზა, ანუ იამალი-ევროპის გაზსადენი და ფაქტობრივად, უკრაინის გვერდის ავლით, გაზი პირდაპირ მიაწოდოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ამით უკრაინა ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს.
„ჩრდილოეთ დინება 2" და „სამხერეთ დინება," რომლითაც რუსეთი აპირებს სამხრეთიდან მოახდინოს თავისი ბაზის მიწოდება, საუბარია 60 მილიარდ კუბურმეტრ გაზზე, „ჩრდილეთ დინებაზე" კი, დაახლოებით, 70 მილიარდ კუბური მეტრი გაზია.
„მან ეტაპობრივად შესაძლოა 110 მილიარდი კუბურიმეტრი გაზის მიწოდებას მიაღწიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ტრანზიტი რუსეთისათვის და ევროკავშირისათვისაც მნიშვნელობას დაკარგავს," - აცხადებს ის.
მაისაიამ „ჩრდილოეთ დინება 1"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამუშავება უკრაინას სერიოზულ დარტყმას აყენებს, რაც უშუალოდ რუსეთის „გათვლას" წარმოადგენს და უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდეს, - ლეგიტიმურია.
„არსებობს „ჩრდილოეთ დინეაბა 1," რომლის მეშვეობითაც რუსეთი ევროკავშირს აწვდის გაზს, საუბარია გერმანიაზე, - გერმანიიდან ეს „ნაკადი" ბრიტანეთზე გადის და შემდეგ, დანარჩენ ევროკავშირის სახელმწიფოებზე. ის აწვდის 45 მილიარდ კუბურმეტრ გაზს. „ჩრდილოეთ დინება 2"-ზე ორმაგდება კიდევ ამ გაზის „ნაკადების" მიწოდება.
„ამ სატრანზიტო, იამალი-ევროპის ხაზით, უკრაინა დამატებით დაკარგავს ევროდოლარებს და გაზს, რომლის მეშვეობითაც უკრაინა ღებულობდა რუსულ გაზს სატრანზიტო გაზის საფასურის სახით და რა თქმა უნდა, ეს უკრაინის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
„რუსეთის გათვლა ასეთია, - თუ ისინი უკრაინას გეოეკონომიკურ მნიშვნელობის ფაქტორიდან ჩახსნიან, გამოდის, რომ უკრაინამ შეიძლება მიმზიდველობა ევროკავშირისთვის დაკარგოს. „ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამოქმედების შედეგად უკრაინა შეიძლება რეალურად რუსული პირდაპირი აგრესიის დარტყმის ქვეშ მოექცეს.
„პოროშენკო, ბუნებრივია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რადგან რუსეთი აგრძლებს აგრესიულ პოლიტიკას, - ყირიმსა და დონბასთან მიმართებაში. პოროშენკო მოითხოვს ეკონომიკური სანქციების გაზრდას რუსეთთან მიმართებაში იმისთვის, რომ რუსეთს აღარ შეეძლოს თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარება უკრაინასთან მიმართებაში. დონბასში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოაჩენს იმას, რომ რუსეთი აპირებს ახალი ტიპის აგრესიული გეგმების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ," - აღნიშნა მან.
მაისაიამ უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა, რაც დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ განხორციელდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, საბოლოოდ რა მიმართულებას აირჩევს უკრაინა. იგი რუსეთის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციას არ გამორიცხავს.
„დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში უნდა ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები, - საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაირკვევა უკრაინის შემდგომი ბედი, - სად წავა იგი.
„არის ორი კანდიდატი, - პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო. შესაძლოა ამ არჩევნების ფონზე, რუსეთმა კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია უკრაინაში, - გამოიყენოს თავისი პრორუსული გავლენის ცენტრები, მოახდინოს გარკვეული სამხედრო პროვოკაციები და საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა მოახდინოს, ან ხელი შეუწყოს თავისი სასურველი კანდიდატის გაყვანას ამ თანამდებობაზე.
„პერტო პოროშენკო კრემლს არ აწყობს და ეს ფაქტია. უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ რთულია, - პოროშენკო ცდილობს, რომ მოახდინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალიზაცია, რეფორმირება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.