რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) ე.წ. შავ სიაში შეყვანილი პირების დავალიანების განულების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში კრიტერიუმებთან და ვადებთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება გაკეთდა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით პროექტი ამ ეტაპზე მოიცავს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ვალის ძირი თანხის ლიმიტს უკავშირდება. დავალიანება გაუნულდებათ და შავი სიიდან ამოიღებენ იმ პირებს, რომელთა სესხის ძირი თანხა არ არემატება 2 000 ლარს.

რაც შეეხება სესხის ხანდაზმულობას, პროექტი ითვალისწინებს იმ მოქალაეების ვალის გაუქმებას, რომლებსაც სესხის გადახდის კუთხით აქტივობა არ უფიქსირდებათ მიმდინარე წლის 1 იანვრის შემდეგ.

ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. პირი რომელსაც ვალი გაუუქმდება ავტომატურად ამოირიცხება ე.წ. შავი სიიდან.

მოხვდით თუ არა იმ პირთა სიაში ვისაც ვალების განულების პროექტი შეეხება - ინფორმაციის გადასამოწმებლად სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 3 დეკემბრიდან. მონაცემთა ბაზების შეჯერების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მოიცავს პირებს, რომლებსაც როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დავალიანება ერიცხებათ. გამონაკლისებს შორის ამ ეტაპზე დასახელდა „ვივუს ჯი". მინისტრის განცხადებით, ამ ორგანიზაციამ პროექტში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ვალების განულბის პროექტისთვის დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს ფონდი „ქართუ" გამოყოფს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×