რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ფინასთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ბაზა, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

"ახლა მოხდება ამ ბაზების შეჯერება და ერთიანი დიდი ბაზის გაკეთება. ალბათ, 3 დეკემბრისთვის უკვე იქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ადამიანს შეეძლება შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, ვალის ჩამოჭრა მას ეხება თუ არა. შემდეგ ეს ადამიანი დაუკავშირდება იმ საფინანსო ინსტუტის, ვისგანაც ვალი ჰქონდა აღებული. თავად ტრანზაქცია, ანუ ჩამოწერა 15 დეკემბრიდან განხორციელდება." - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×