რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს გახარიას შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომელიც დაინტერესდა როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება.

კობახიძის თქმით, გახარიას მისვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

"მოგახსენებთ, რომ შს მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაშივე შედგება და შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×