რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე "ვივუსია",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ვალების განულებაზე მთავრობის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

"სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის "ვივუსი", თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ვინა არის მისი მფლობელი, არ გაგვიკვირდება, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ჯობია მათ ჰკითხოთ. საუბარი იყო დავალიანებების დაახლოებით 150 000 ადამიანებისთვის დავალიანების გამოსყიდვაზე", - განაცხადა კუჭავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×