რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) "ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულებთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან.

რაც შეეხება "M2"-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.

"მიწის გადაბარების საკითხი, ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს "M2"-თან. მას შემდეგ, რაც ის მიწებს წაიღებს, მშენებლობებს დაიწყებს,

რაც უახლოეს მომავალში იქნება. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაც მალე გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ", - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

მას ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ როდის დატოვებენ დები საპყრობილეს, უჭირს, თუმცა, დასძენს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

"ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად

ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება,"- აღნიშნა ადვოკატმა.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×