ია აბულაშვილი
20.11.2018

 მთავრობის გადაწყვეტილებას ე.წ. „შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტი მოქალაქისათვის საბანკო დავალინების განულებაზე საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ინიციატივის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს დიდი შეღავათია მათთვის, ვინც წლების განმავალობაში ვალს ვერ იხდის, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს არის კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვა.

ჭარბვალიანობასთნ დაკავშირებული ინიციატივის საარჩევნო მოტივებზე „რეზონანსი" ექსპერტსა და ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

„ბევრი შესაფასებელი აქ არაფერია. როგორც მივხვდით, კერძო ფონდი ფარავს გარკვეული პირების დავალინებას. ამ ფონდის და ამ ფულის პატრონი პოლიტიკაში რომ არ იყოს, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, რადგან კერძო პირის მიერ დახარჯული ფული განსჯას არ ექვემდებარება. ეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ტოტალურ აზროვნებაში ჩარჩენილ ხალხს შეუძლია უკარნახოს სხვას, როგორ დახარჯოს საკუთარი ფული.

„რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს ცალსახად ნეგატიურია, რადგან ამას არა მარტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქვია, არამედ მთელ დემოკრატიულ პროცესს ანგრევს, რომელიც ისედაც არ არის აშენებელი.

„საქმე ისაა, რომ ვისაც ფული აქვს და პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდება, შეუძლია ქვეყანას მოევლინოს და თავისი ფულით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე, მითუმეტეს, როცა ქვეყანა ღარიბია, სადაც ასიათასობით ადამიანს უჭირს და მათზე გავლენის მოხდენა იოლია. ანუ, ეს გზა დაიწყება და სახელმწიფოს ვერასდროს ვერ ავაგებთ.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩაერია ამაში მთავრობა, რა ადგილი აქვს მას, რადგან ის, რაც გაცხადდა, ბიუჯეტის თანხებთან არ არის კავშირში", - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×