რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) ერთა ლიგის მეექვსე ტურში ყაზახეთთან ნამატჩევს (2:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და სასიხარულოა, რომ შევძელით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ასეთ ქვეყანაში ხალხს მიანიჭო სიხარული, ძალიან ბევრს ნიშნავს. ცხადია, შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, რადგან უკეთეს გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი შორსაა, გულშემატკივარი საქართველოს ნახევარფინალში იხილავს. მხოლოდ

და მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებს საქართველოს ოცნებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

"რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მისი დიდი დამსახურებაა ეს წარმატება და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიტანა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასის გაზრდას, ახალგაზრდა ბიჭია და მოდით, ნუ შევეხებით ფინანსურ მხარეს. მან ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა „გენტში" გადასვლით და მისი კარიერა ძალიან კარგი მიმართულებით ვითარდება. ცხადია, თუ პროგრესი გააგრძელა და თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, „გენტი" ვერ შეინარჩუნებს და ეს იქნება მისი კარიერული წინსვლის საწინდარი. უხეშად ნუ ჩავერევით ჩაკვეტაძის ტრანსფერში. 19 წლის ტალანტია და დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც გავითვალისწონოთ, რომ ეს მოხდა D დივიზიონში და მაღალ დონეზე ვნახოთ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ფაქტია, მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა და არ მინდა, ამდენი საუბრით მასზე ცუდი გავლენა ვიქონიოთ. მინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მშვიდად გააგრძელოს პროგრესი", - განაცხადა ვაისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×