პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი მისცა. მისი განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებული იყო. ასევე სუსტი იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა.
ივანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა.
"ხალხი აშკარად განაწყებულია. ჩანს, რომ გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთ მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველი ტურის შედეგები - გუნდი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ.
ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, ეს სირცხვილი იყო და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამაზე. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია. საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.