პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. ამასთან, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება. „იმედია ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი აღარ დარჩათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დატოვონ და კანონს იქით არ გაუშვან.
„ნურავის აქვს ილუზია, რომ რამეს მოახერხებენ და ამოატრიალებენ. მძიმე იქნება ეს ეკონომიკისთვის. ყოველდღიური მცდელობა, რომელსაც ესენი მოახერხებენ: არეულობის შექმნა და დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და ეს დააზარალებს ეკონომიკას",- განაცხადა ივანიშვილმა.