რეზონანსი
21.11.2018

 (რეზონანსი) "ჩემი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ღიად ვამ­ბობ ამ მთავ­რო­ბა­ზეც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს.ბევ­რმა არას­წო­რად გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე, ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ცუ­დად წა­რუ­ძღვნენ საქ­მეს, მაგ­რამ დღეს მე არ მე­ში­ნია ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის, ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის. არ მე­ში­ნია, რომ ვი­ღაც ღა­მით და­მად­გე­ბა თავ­ზე და მთელ ჩემს ქო­ნე­ბას გა­და­ი­ფორ­მებს", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა სალომე გოგოიაშვილმა განაცხადა.

"ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი უმა­დუ­რო­ბაა. ის დრო რომ და­აბ­რუ­ნო, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­ბე­დავ­დნენ სტა­ტუ­სე­ბის ასე თა­მა­მად წე­რას ან ხმის ამო­ღე­ბას? ახ­ლან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გამო არც თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი, არც სამ­სა­ხურს, არც მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას. ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის ის, რომ მშვიდ, ბედ­ნი­ერ, ლაღ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც არ შე­მე­შინ­დე­ბა დიქ­ტა­ტო­რე­ბის.

ბიძინა ივანიშვილი არა­მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რმა უცებ ყვე­ლა­ფერს გა­და­უს­ვა ხაზი. ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­მი­მარ­თა, და­მეხ­მა­რა... ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა თუ მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა", - აღნიშნა გოგიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×