თამარ შუკვანი
22.11.2018

 „მთლიანი გამოდარება დასავლეთ საქართველოში 24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით არის მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოშიც, შეიძლება ვთქვათ, რომ 27 ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება. ველოდებით ტემპერატურის მომატებას," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვა.

„დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში ცოტა მოთოვს, თუმცა ისეთ ძლიერ თოვლს არ ველოდებით. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში წვიმა იქნება, მაღალ მთაში თოვლი.

„24 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში შაუდღისას გაწვიმდება, ეს განსაკუთრებით თბილისა და კახეთის რეგიონს ეხება. გორი, სამცხე-ჯავახეთში ნალექი მოსალოდნელი არ არის," - განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×