რეზონანსი
22.11.2018

 სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა. მხარეები ნაფიც მსაჯულებს 2018 წლის 3 დეკემბერს, გორის რაიონულ სასამართლოში შეარჩევენ. კობაურმა თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

როგორც კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, ნაფიცი მსაჯულების სწორად შერჩევაში ადვოკატებს ფსიქოლოგებთან კონსულტაციები დაეხმარება:

"3 დეკემბერი შეგვირჩია მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა არჩევის დრო. ვაპირებთ, რომ ფსიქოლოგებთან გავიაროთ ადვოკატებმა კონსულტაცია, რომ შევძლოთ, სწორად შევარჩიოთ, ობიექტური ტიპის ნაფიცი მსაჯულები" - განაცხადა კობაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×