ალბათ ბევრს ახსოვს 1988 წლის ნოემბერში, მთავრობის სახლთან გამართული პირველი ფართომასშტაბიანი აქცია, რომელშიც ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სწორედ ნომებრის მოვლენებმა მისცა ბიძგი ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში.
აყველაფერი კი ასე დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვტილება ცვლილებები შეეტანა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რომლის მეშვეობითაც სერიოზულად იზღუდებოდა "მოძმე რესპულიკათა" სუვერენული უფლება. პირველი მიტინგი თბილისში, იპოდრომზე, 1988 წლის 5 ნოემბერს "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" ინიციატივით გაიმართა, რომელშიც 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 11-12 ნოემბერს ასევე იპოდრომზე გრანდიოზული აქცია დაიგეგმა. ხალხმა დილიდანვე დაიწყო შეკრება, შემოსასვლელებიდან ახალ-ახალი კოლონები მოდიოდნენ, ამ დროს უნივერისტეტთანაც უამრვი ხალხი იყო შეკრებილი.
23 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობასთან ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო შიმშილობის აქცია, რომელსაც შეუერთდა ირაკლი შენგელიას "ეროვნული სამართლიანობის კავშირი", მეორე დღეს კი სტუდენტები და პირველი სკოლის მოწაფეები. ღამე სტუდენტებმა სანთლები დაანთეს, პირველად საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, შიმშილობა მთავრობის სახლის წინ სანთლების შუქზე. მთავრობის სახლთან კარვებიც გაიშალა, თუმცა მომიტინგეთა უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგი. რუსთაველის გამზირი ავტომანქანებისთვის ჩაიკეტა. მეოთხე დღეს უკვე ოთხასამდე ადამიანი შიმშილობდა, აქციას შეუერთდნენ სხვა პარტიის ლიდერებიც, ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი.
25 ნოემბრის ღამეს საბჭოთა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა - მიტინგის ერთ-ერთი აქტივისტი მთავრობის სასახლის თავზე ავიდა და საბჭოთა დროშა ჩამოხსნა. ეს იყო გაბრიელ ისაკაძე. აქციაზე ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა, თუმცა მომიტინგეები რუსთველის პროსპექტს არ ტოვებდნენ. მხოლოდ 29 ნოემბერს აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის რადიოქსელით გააცნეს საბჭოთა კავშირის გენსეკას მიხეილ გორბაჩოვის სიტყვა, სადაც იგი ითვალისწინებდა ქართველი ახალგაზრდების მოთხოვნას და წყვეტდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. 29 ნოემბერს ნაშაუადღევს საპროტესტო აქცია შეწყდა.
როგორც "რეზონანსთან" კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს, 1988 წლის ნოემბერის მოვლენები იყო პირველი ნაბიჯები საზოგადოების მხრიდან თავისუფლების გამოხატვისთვის.
"ეს იყო საკმაოდ მძიმე პერიოდი. მაშინ ტელეფილმების სტუდიაში ვმუშაობდი და უფლებას არ გვაძჟლევდნენ ეს აქციები გადაგვეღო, მაგრამ მოვახერხე კინოკამერების გამოტანა და სწორედ მაშინ ჩავწერე ინტერვიუ გია ჭანტურიასთან. გია ჭანტურია უაღრესად მებრძოლი ადამიანი იყო, და ის ამ ინტერვიუში ამბობდა, რომ ეს დღეები არის პირველი ნაბიჯები ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბებისათვის. არ მახსოვს მთლიანად გავიდა თუ არა ეს ინტერვიუ ტელევიზიით, რადგან მაშინ მასმედია ასე თავისუფალი არ იყო. ეს იყო პერიოდი, როცა პარტიები იქმნებოდა, ერთიანდებოდა და შემდეგ იშლებოდა. ეტყობა ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკის ბრძოლის ავდმყოფობა შეკვრა და შემდეგ დანგრევა," - ასე იხსენებს მერაბ კოკოჩაშვილი 1988 წლის ნოემბრის დღეებს.