რეზონანსი
23.11.2018

 გურჯაანის სოფელ ვეჯინში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელ სახლში სამი ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაზიანდა მეზობლის მანქანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 14 ნოემბერს ადგილობრივმა გულნაზ ცანკაშვილმა განაცხადა, რომ მის რძალს მასთან ბეციაშვილმა 40 ლარი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ გაატანა. უარის თქმის შემდეგ კი მისი რძალი და შვილი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×