ტატა შოშიაშვილი
23.11.2018

 21 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის შეაიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ე.წ. გრუ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი "ხანგრძვლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ" 63 წლის ასაკში გარდაიცვალა (რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, კიბო).

მის ადგილს დროებით ვიცე-ადმირალი იგორ კოსტიუკოვი დაიკავებს, რომელიც რუსული პრესის ცნობით, კორობოვის ავადმყოფობის გამო, ამ სკანდალურ უწყებას ფაქტობრივად მანამდეც მართავდა.

რაც შეეხება კორობოვს, მის სახელს უკავშირდება რუსეთის გააქტიურება სირიაში, როსთვისაც მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკს თავად გადასცა ოქროს ვარსკვლავი 2017 წელს.

გამოცემა "კომერსანტის" ინფორმაციით, გრუ-ს სათავეში ყოფნისას, სამი წლის განმავლობაში, იგორ კორობოვის თაოსნობით შეგროვდა რუსეთის მოწინააღმდეგეების შეიარაღების შესახებ მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაცია, რავ შემდგომში სათავისოდ გამოიყენეს საკუთარი იარაღის მოდერნიზირებისას.

მის სახელს უკავშირდება ჩრდილოეთ კორეის გარშემო შექმნილი ვითარების კონტროლი მაშინ, როდესაც რეგიონში კრიზისული სიტუაცია ჩამოყალიბდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მირისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს სახელით მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახსა და მის ახლობლებს.

გრუ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვა სწირედ ამ უწყებას დაუკავშირდა. სკრიპალი 1980-90-იან წლებში სწორედ გრუ-ს მაღალი რანგის ოფიცრად მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×