რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ "პირველ არხზე" მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „პირველმა არხმა" პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა.

გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. ვინაიდან, გადაცემაში მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, გადაცემა „არჩევნები 2018" დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა" - ნათქვამია "პირველი არხის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×