ია აბულაშვილი
23.11.2018

 "ეს არის ჩვენი საზოგადოების ბრალი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ისმენდა ორი პოლიტიკური ძალის ლანძღვა-გინებას და თავიდანვე არ მოსპო. ეს ჩვენი გულგრილობის, და არა ლაჩრობის შედეგია, რაც დღეს მივიღეთ" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

"დღეს საქართველო არის შერცხვენილი, რადგან ისეთი მიუღებლობა კონკურენტების და მათი მომხრეების მხრიდან ერთმანეთზე ასეთი თავდასხმები სადმე ყოფილიყო, არც გამიგია. ეს რომ ასეა, ამის დასტურია ის შეფასებები, რომელიც გვესმის ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებიდან. ბოლომდე შერცხვენილები რომ არ დავრჩეთ, სწორედ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს გონიერი არჩევანი 28 ნოემბერს, რადგან ჩვენ 29 ნოემბრიდან სიმშვიდეს და ქვეყნის განვითარებას ვირჩევთ.

მესმის, რომ ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში მყრად არის ჩაბეჭდილი ორივე დაპირისპირებული მხრის სხვადასხვა სახის ცოდვები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ამ არჩევნების ფინალი, ვინც არ უნდა გამოაცხადონ გამარჯვებულად, საზოგადოებამ ის უნდა მიიღოს, ეს ჩვენ ვალდებულებაა, რათა არ დავუშვათ დესტაბილიზაცია. ამას იმიტომ ვამბობო, რომ არ გამოვრიცხავ 28 ნოემბრის 20 საათის შემდეგ ვითარება დაიძაბოს და პროცესები ქუჩაში გადავიდეს.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ საქართველო არც 28 ნოემბერს დაბადებულა და არც 29 ნოემბერს არ უნდა დაინგრეს. თუ ერთი წუთითაც, ქვეყნის ინტერესები მეორე პლანზე გადავა, ქვეყანა ჩამოიშლება. პოლიტიკოსებმაც კეთილი ინებონ და არჩევნების შემდეგ ერთკვირიანი პაუზა იაღონ და არ დაგეგმონ ისეთი აქციები, რომელიც ქვეყნის ინეტრესებს დააზიანებს. ვნებები რომ ჩაცხრება, მერწმუნეთ, გზაც გამოჩნდება. ყველა დავინახავთ, არის თუ არა ეს ადამიანი ამ თანამდებობის ღირსი. თუ აღმოჩნდება, რომ ისეთი მიუღებელია საზოგადოებისთვის, რომ კაბინეტში იჯდება, მაგრამ გარეთ არ გამოესვლება, ისევე დატოვებს ამ სავარძელს, როგორც მოიპოვა," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×