ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კომერციული ბაკების მსხვილი აქციონერებისთვის არაპროფილური ბიზნესების ფლობის აკრძალვას ითხოვს. პარლამენტარმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუწოდა, გაამზადონ კანონპროექტი, რომლითაც მსხვილ აქციონერებს არაპროფილური ბიზნესის ფლობის უფლება არ ექნებათ. დავით ჭიჭინაძე ირწმუნება, რომ „ასეთი იყო დაპირება, რომელიც პარლამენტის კედლებში დაიდო“.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტსა და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს შორის ამ საკითხზე გარკვეული პოლემიკაც გაიმართა პარლამენტში, სადაც კობა გვენეტაძემ 2019-21 წლებისთვის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.
"სად არის დაპირებული კანონპროექტი? მე ვერ გავიგე, თქვენ თუ კანონებს იმიტომ იღებთ, რომ ამ კანონებს მერე კანონიერად გვერდი აუარონ, ჩვენ ამისთვის არ ვიღებთ კანონებს. კანონი დაიდოს, თორემ ჩვენ დავწერთ საშინელ კანონს და მერე იხტუნაონ ბანკებმა", - მიმართა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გვენეტაძეს.