რეზონანსი
23.11.2018

იაგო ნებიერიძეზე მორიგი ძალადობრივი ისტორიები ვრცელდება. 2009 წელს ნებიერიძე 12 წლის გოგონას აედევნა და სადარბაზოში თავს დაესხა და ტელეფონი წაართვა. დაზარალებულმა გოგონამ „კურიერთან“ შემთხვევის დეტალები გაიხსენა.  

„შევდგი თუ არა სადარბაზოში ფეხი, ტელეფონი მეჭირა, მაგით ვანათებდი, პირსა და ცხვირზე მოკიდა, მახრჩობდა და მართმევდა ტელეფონს. ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი. რომ მახრჩობდა, ხელზე ვუკბინე და დავიყვირე. როდესაც დავიყვირე, მამაჩემის ძმაკაცები აივანზე გამოვარდნენ. როდესაც გარბოდა, თავში ჩამარტყა ფეხი. თავზე ხელი მივიდე და სისხლიანი მქონდა. 12 წლის ვიყავი. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ უშვებენ ეგეთ ხალხს. არ ვიცი, ახლა მე ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა,“-  განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

ამ დანაშაულიდან ორ დღეში იაგო ნებიერიძე თავს კიდევ ერთ ქალბატონს დაესხა, მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„ჩანთის წართმევა დაიწყო, გავუძალიანდი, არ მივეცი ჩანთა. შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამარტყა წიხლი და კიდევ არ მივეცი. მესამედაც რომ ჩამარტყა, ჩანთა გამომტაცა და მე დავიწყე ყვირილი. ჩემს ყვირილზე უბნელი ბიჭი გამოიქცა საშველად და კიდევ ერთხელ მოასწრო მან თავში ჩარტყმა და ეს ბოლო, რომელიც საფეთქელთან დამარტყა ხის ფეხსაცმლიანი ქუსლით. რომ არც დაფიქრებულა, ისე ვყავდი მეც სასიკვდილოდ განწირული“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×