რეზონანსი
23.11.2018

 ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი და “ევროპული საქართველოს” კახეთის შტაბდან ცოტა ხნის წინ წამოსული პარტიის მხარდამჭერების ოჯახის წევრები პარტიის მხრიდან ზეწოლას და შანტაჟზე საუბრობენ.

” არ არის გამორიცხული დღეს სხვადასხვა ეთერებით ნაციონალებმა და ევროსაქართველომ დაშინებული პირები გამოიყვანონ და თქვან, რომ მათზე პირიქით ზეწოლა “ქართული ოცნების” მიერ განხორციელდა, რათა პარტია დაეტოვებინათ. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე და ერთი-ერთშია ნაცების ჩვეულ ხელწერასთან” - განაცხადა "აიპრესთან" შოშიაშვილმა.

შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს ლია ოსიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა, ზურაბ ოსიაშვილმა "ევროპული საქართველო" პროტესტის ნიშნად დატოვა, “ნაციონალებიდან” დღეს ვინმე ოთარ ბეციაშვილი დაუკავშირდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

“წაიყვანეს მოტყუებით, დაალევინეს არაყი და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს ეთქვა, რომ ვითომ მის მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ "ქართულ ოცნებას" შეუერთდა ეს იყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლა. იძულებული გახდა ეს ეთქვა, დააშინეს. ჩემს შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მისი ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. არავის არ შევარჩენ ამას", - განაცხადა ლია ოსიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×