"ნაციონალური მოძრაობა", დიდი ხანია, საპროტესტო ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს. პრეზიდენტის სავარძელიც იმიტომ უნდათ, რომ მომხრეების წრე გააფართოონ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განცხადებას, რომ ოპოზიცია ქუჩაში "მესამე ტურისთვის" ემზადება.
"2012 წელსაც მთავარი მოქმედი ძალა იყო ხალხი და ამ არჩევნებზეც თავის სათქმელს იტყვის. ფაქტია, რომ ხალხმა გამოიღვიძა და ამის მანიშნებელია ის აქციები, რომელიც ბათუმში გაიმართა და უახლოეს დღეებში თბილისში გაიმართება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", დიდი ხანია, საპროტეტსო ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს. პრეზიდენტის სავარძელიც იმიტომ უნდათ, რომ მომხრეების წრე მოთამაშე ადამიანებით გააფართოონ, რომლებიც გამარჯვებულის გემზე გადავლენ. მაგრამ რამდენად დასაჯერებელია იმ ადამიანის დაპირებები, რომელიც რევოლუციით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, რევოლუციის გზას ადგას და შეუძლია, კანონს გადააბიჯოს?
კარგი იქნება, თუ "ოცნებაც" გამოიღვიძებს და 2012 წელს ხალხისთვის მიცემულ პირობას სამართლიანობის აღდგენის კუთხით შეასრულებს. იმედია, ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ქვეყანაში ჰარმონიზაცია უნდოდა, მიხვდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰარმონიზაცია ნიშნავს დესტაბილიზაციას და რევოლუციას," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.