რეზონანსი
24.11.2018

 პარასპორტსმენი დიანა ჯიშიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ თავისი ოჯახი "ნაციონალური რეჟიმის" მსხვერპლი გახდა:

"არ მინდოდა დაწერა, მაგრამ მიჭირს თავის შეკავება და ვერც გადმოვცემ სიტყვებით იმ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს ნაციონალების დროს, როდესაც გადაწყვიტეს ყველა ციხეში გაეშვათ, დაიჭირეს ჩემი ძმა და ისე აწამეს. ეგონათ შემოაკვდათ და დააგდეს სოფლის "კანაოში", სადაც შემთხვევით იპოვა გამვლელმა, რომელიც სოფელში გაზით დატენილ ბალონებს ყიდიდა. დაეხმარა და სახლში მოიყვანა, რომ გამოკეთდა ვერ გვცნობდა.

რამდენიმე დღის მერე ისევ შემოგვივარდნენ სახლში სცემს ჩაუდეს იარაღი ძველი ჟანგიანი (აბრეზი) რამდენიმე წელი გაატარა ციხეში. ამ დროს მე მქონდა ახალი ტრავმა სრულიად პარალიზებული ვიყავი. ჩემი მშობლები ვერ იგებდნენ საერთოდ სად იყო ჩემი ძმა ერთი პერიოდი მკვდარიც გვეგონა. როცა გამოვიდა ციხიდან, რეალობას ვერ აცნობიერებდა. უნდოდა ჩემს სანახავად საავადმყოფოში მოსვლა, მაგრამ ისევ გაურკვეველი მიზეზების გამო დაიჭირეს…

 მიჭირს ძალიან წერა ახლაც არ აქვს ჩემს ძმას ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში, ფსიქიკაც დაზიანებულია. ეს ჩემი დიდი ტკივილია", – წერს პარასპორტსმენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×