რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ამ ეტაპზე, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიმე საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას.

ვაშაძის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ხმა დამინტაჟებულია.

"ეს არის რაღაც მონტაჟი, რაღაცა ხმებია აღებული, და მერე სინქრონული თუ რა ჰქვია, მონტაჟურად არის რაღაც გაკეთებული. შევეცდები მოვიძიო რამდენად შესაძლებელია უკრაინაში მოხდეს ამ საკითხის გამოძიება", - ამბობს ვაშაძე "აიპრესთან".

კითხვაზე რამდენიემ დღის წინ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას ჩანაწერში ხმები ავთენტურია. თუკი ოფიციალური უწყება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თუკი შსს-ს განცხადება ტყუილია, არც ამაზე აპირებთ რეაგირების მოხდენას?

"ამას უკვე არჩევნების მერე მივხედავთ, დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ საგამოძიებო ორგანოებთან რაიმე ტიპის გამოძიებაზე საუბარს აზრი არ აქვს ხომ?", - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძე აცხადებას, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელათ მათ ბევრი გეგმა აქვთ.

"ჩვენ სპეციალურად ამისთვის, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. იმიტომ რომ გვინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო ჩამოვაყალიბოთ. სუსი გაუქმდება, დამოუკიდებელ საგამოძიებო ბიუროს და პროკურატურის ხელმძღვანელებს შეარჩევს სამოქალაქო სექტორი და უცხოელ ექსპერტთა საბჭო. სრულ დეპოლიტიზაციას მოვახდენთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანოები, რომელზეც პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობა არ ექნება არცერთ პოლიტიკურ ძალას", - დასძენს გიორგი ვაშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×