„52% საკმაოდ სახიფოთო ზღვარია დამჯერებელი გამარჯვებისთვის, 58% ან 59%-ი რომ ყოფილიყო, აშკარად დამაჯერებელი ციფრი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლთა 52% აძლევს ხმას, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს კი - 48%.
„ძნელია თამამად იმის თქმა, რომ 52% არის დამაჯერებელი ციფრი გამარჯვებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიადტის მიმართ გაიზარდა, მაგრამ ეს ციფრი საბოლოო წარმატებისთვის დამაჯერებელი არ არის, რადგან გამოკვეთილად არ ჩანს იმ ადამიანების განწყობა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილება.
„ასევე, შეიძლება ამ 52%-ის არ შეეშინდეს „გაერთიანული ოპოზიციის" ამომრჩევლეს, რომლის გარშემო ერთიანდებიან სხვა პარტიებიც. ასე რომ, ბრძოლა იქნება პრინციპული. 58% ან 59% რომ ყოფილიყო, აშკარად დამაჯერებელი ციფრი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის.
„ანუ, კვლევის შედეგად დადებული ციფრები, ორივე მხარისთვის არასაიმედო ციფრებია და მის გასამტკიცებლად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავისი მომხრეების მაქსიმალურ მობილიზებას შეცდებიან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.