თამარ შუკვანი
24.11.2018

 „საზოგადოება რადიკალურად პოლიტიზირებულია და ეს სასაცილოა, თანაც სატირალი. იმდენს ვერ ხვდებიან ეს კრეტინები, ჩემით დაწყებული, ყველანი იდიოტები ვართ, რომ ეს პოლიტიკოსები მასხრად გვიგდებენ და ჩვენს იდიოტურ გამოხტომებსა და ჩვენზე აკეთებენ ფსონებს," - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

საზოგადოებაში დაპირისპირებისა და ჩხუბის მიზეზი, ხშირად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გამხდარა.

მისი შეფასებით, საზოგადოებაში რადიკალური განწყობები მკვეთრად მომატებულია და წინასაარჩევნოდ ადამიანებს შორის დაპირისპირების მუხტმა იმატა. თუმცა იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაპირისპირება მიდის მეგობრებს, მეზობლებს და ამხანაგებს შორისაც. არის პოლიტიკური გარჩევები და ამით ვცხოვრობთ. სანამ საქართველო ამით იცოცხლებს, საქართველო სახელმწიფოდ ვერ იარსებებს.

„როდესაც პოლიტიკას შევეშვებით და ყველა თავისი საქმით დაკავდება - ინჟინერი ინჟინრობას დაიწყებს, ექიმი ექიმობას - მაშინ ქვეყანა ქვეყანა იქნება. ახლა ჩვენ ქვეყანა არ ვართ. ჩვენ ვართ რაღაც საზიზღროება, რომელსაც ვერ გაგვირჩევია რას ვაკეთებთ, რისთვის და რატომ.

„ჩვენ ახლა ვგავართ გაზაფხულზე ადიდებულ მდინარეს, რომელიც მოდის, ყველაფერს ანგრევს და შემდეგ აუცილებლად ისევ დაშოშმინდება და თავის კალაპოტში ჩადგება. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, არის ხალხის მასხრად აგდება და უვარგისი, ყოვლად უნიათო, ყოვლად გახრწილი პოლიტიკოსების მზარვრობა," - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×