თამარ შუკვანი
24.11.2018

 „აქციაა დაანოსებული თავისუფლების მოედანზე და არა მსვლელობა რუსთაველზე. რუსთაველის გამზირზე მსვლელობა არ იქნება. რაც შეეხება ჩვენ აქციას, ეს დაანონსებულია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ. მაშინ არავის ჰქონდა დაანონსებული რუსთაველზე სხვა აქცია,“ – ამის შესახებ „რეზონანსს“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა. 

ხვალ თბილისის ცენტრში ორი აქციაა დაანონსებული. თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ კი ხელისუფლების საწინააღმდეგო მორიგ აქციას შვილმოკლული მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამართავენ. ორივე აქცია შუადღის 3 საათზეა დანიშნული.

გოჩა თევდორაძე სიტუაციის დაძაბვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, პირიქით, - ისინი თანაუგრძნობენ შვილმვდარ მამებს.

„შეტაკების მომხრე, მსურველი ან პროვოცირებისკენ მიდრეკილი ჩვენ არ ვართ და არანაირი კონტაქტი ხვალ იმ აქციასთან არ გვექნება, პირიქით, ჩვენ თანავუგრძნობთ შვილმკვდარ მამებს. ამიტომაც მათთან რაიმე ისეთი პრობლემური ჩვენ არ გვაქვს.

„ამ მიტინგის უმთავრესი დევიზია „არა ნაცმოძრაობას,“ „არა წარსულში დაბრუნებას“ და ეს არავითარ რაიმე საწინააღმდეგო შეხებაში არ მოდის შვილმკვდარ მამებთან და მათ აქციასთან, რომელიც მას შემდეგ არის დაანონსებული, რაც ჩვენ ერთი თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი აქცია და უკვე დიდი ხანია მის ორგანიზებას ვაკეთებთ,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×