რეზონანსი
26.11.2018

 ბერა ივანიშვილის ქორწილს მისი ძმა უტა ივანიშვილი არ დასწრებია. "დრონი.ჯი"–ს წყარო მიზეზებზე ესაუბრა:

„უტა ივანიშვილს არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტოარჩევნებზე, რაზეც მან და ბატონმა ბიძინამ სერიოზულად იკამათეს. საქმე იქამდე მივიდა, რომპროტესტის ნიშნად, უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო. მეტიც, უტა ამბობს, რომ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილს ნეგატიურ პოლიტიკურ პერსონად მოიხსენიებენ. ამიტომაც, მისი აზრით, დიდი შეცდომა იყო ზურაბიშვილის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე“, – აცხადებს სანდო წყარო.

შეგახსენებთ რომ უტა ივანიშვილი საფრანგეთში სწავლობს და წლებია უკვე, იქ ცხოვრობს. რაც შეეხება ბერას,  მას და ნანუკა გუდავაძეს ქორწილი რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ.

(დრონი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×