"ამ არჩევნებმა არჩვენა, რომ არაფერი არ იცვლება და პროგრესი არ არის. სააკაშვილი ისევ ლენინის ციტატებით ლაპარაკობს, ყველა მიწას წავართმევო"- აცხადებს, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
"ამ არჩევნებმა, პირველ რიგში აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობა" ისეთივე დარჩა, როგორიც იყო, არც გაყოფილა და არც პროგრესი არ არის. რა ბინძური მეთოდებითაც მართვდნენ ამდენი ხანი ქვეყანას, ახლა ისევ დაბრუნება უნდათ, რომ იგივე გააკეთონ.
"სააკაშვილი თვითონ ამბობს, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ყველას მიწებს წავართმევ, ლენინის ციტატებით ლაპარკობს. მაგათი იდეოლოგი "რუსთავი 2-ის" დირექტორი ნიკა გვარამიაც ამბობს, ყველას დაგიმახსოვრებთო.
"ან რა მასხარაობა იყო იმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განაცხადი- "ვიღაცამ, ვიღაცას, რაღაც უთხრა, მერე მაგათ ვიღაცამ რაღაც უთხრა", თუ ასეთი სერიოზული ორაგნიზაციები არიან, ჯერ გადაემოწმებინათ და მერე ელაპარაკათ. მაგრამ, მაგათთვის მთავარია დაძაბულობა შემოაგდონ, თორემ ქვეყნის ინტერსები სულაც არ აინტერესებთ, მეორე პლანზე კი არა, მეათე პლანზეა მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ,
კარგად გამოჩნდა, რომ ისევ განუკითხაობა და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება უნდათ.
მრავალათასიანმა აქციამ, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია "ნაცმოძროაბა", მაგრამ უნდათ ნორმალური ოპოზიცია, რომელსაც მხარს დაუჭერენ.
თუ "ოცნება" თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის, დანაპირებს არ შეასრულებს, ხალხი მას ხმას აღარ მისცემს და გაქრება როგორც პოლიტიკური ობიექტი.
რაც შეეხება მეორე ტურის შედეგებს, დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი" - აცხადებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.