„საკითხავია, პოლიტიკურ ძალებს, გარდა ამ შავი პიარისა, აქვთ ან ექონებათ რამე სათქმელი მოსახლეობისთვის? ამ არჩევნებზე სათქმელი მათ არაფერი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ „აი, ის ჩემზე ცუდია", „ის ჩემზე უარესია" და ა.შ. თუმცა, არ მგონია მომავალში არჩევნები მხოლოდ შავი პიარით წარიმართოს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დიდი აგრესიითა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მხრიდან ერთმანეთის დისკრედიტაციის აქტიური მცდელობებით გამოირჩეოდა. არის თუ არა ეს ერთგვარი ტენდენციის მაჩვენებელი და ნიშნავს თუ არა იმას, რომ მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია და შავი პიარი საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი მეთოდი ხდება?
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ეს არჩევნები გამონაკლისი შემთხვევაა და მომავალი საარჩევნო კამპანიებისას განსაკუთრებულ აგრესიას არ უნდა ველოდოთ.
„ეს გამონაკლისი იყო. არ ველოდები იმას, რომ შემდგომი არჩევნები მხოლოდ ასეთი შავი პიარის სტილში წავა. არცისე შორია მომავალ არჩვენებამდე, სულ ორი წელია დარჩენილი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.