თამარ შუკვანი
27.11.2018

 „გაბედავა არ ვიცი „ქართული ოცნების" მხადამჭერი როდიდან იყო. ვაჩნაძეს რაც შეეხება, მახსოვს ჩვენს გვერდით ხშირად იყო. თუ რამ შეუცვლა მას ასე ცნობიერება, რომ „რუსთავი 2"-ს მიაკითხა, ჩემთვის ძალიან გაუგებარია," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ყოფილმა მხარდამჭერმა, მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა. მანამდე კი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი იძულებულია ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვოს და საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, - ამის შესახებ მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„ვარაუდიც კი არ მინდა, რომ ვიღაცამ მოისყიდა. ის აღნიშნავდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა. დანარჩენის თქმა გამიჭირდება. „რუსთავი 2"-ს ამ დროს მიაკითხო, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველ გუნდს კიდევ ერთი ყოფილი მხარდამჭერი, გიორგი გაბედავა უპირისპირდება და ხელისუფლებას ძალადობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ იგი „კურიერთან" საუბრისას აცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×