რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "ბალი" გადააქვთ.
გარდა ამისა, რუსული სპეციალური დანიშნულების მქონე გემი, რომლის ფუნქციაა, საზღვაო ნაღმების აღმოჩენს-განადგურება და გემების გადაყვანის ურზრუნველყოფა დანაღმული საზღვაო ტერიტორიებიდან, "ვიცე-ადმირალ ზახარინი", ამჟამად, შავი ზღვიდან აზოვის ზღვის მიმართულებით მიემართება. ამის შესახებ გამოცემა "Reuters" იუწყება.
ხოლო სარაკეტო სისტემა "ბალის" გადატანის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელ "youtube-ზე" გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ მიემართება სამხედრო კოლონა, პოლიციელების თანხლებით, სევასტოპოლ-ქერჩის ტრასის მე-15 კილომეტრზე.
"ნუთუ რუსეთის ფედერაციას ეშინია იმის, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა შემოიღეს? თუ ეს მორიგი "სწავლებებია"? ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ."-აცხადებენ საქველმოქმედო ფონდ "ვერნის ჟივიმ-ის" მოხალისეები.
რუსეთს სამხედრო ტექნიკა ანექსირებული ყირიმის სანაპირო რაიონებთან გადააქვს.
შეგახსენებთ, რომ "ბალი" სანაპირო სარაკეტო სისტემაა, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სიაში ირიცხება.
ცნობისთვის, უკრაინული დაზვერვა აცხადებდა, რომ ოკუპირებულ ყირიმში, ამჟამად, 31.5 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული.