ია აბულაშვილი
30.11.2018

 "გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, როგორ შეინარჩუნოს საბრძოლო მუხტი, რომელიც აჩუქა მას ქართულმა საზოგდაოებამ" - ასე ეხმაურება "გაერთიანებული ოპოზიციის" გეგმებს, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"გაერთიანებული ოპოზიცია დღეს ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს საბრძოლო მუხტი, რომელიც აჩუქა მას ქართულმა საზოგადოებამ. როგორმე შეინარჩუნოს სახე და პოლიტიკური მხნეობა არ დაკარგოს. იქნება საუბარი იმაზე, როგორ იბრძოლონ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სააკაშვილსაც გარკვეულწილად ამ ახალ სივრცეში მოუწევს მანევრირება. მე ვფიქრობ, რომ პროცესები არ გართულდება, რადგან ამის რესურსი არ აქვთ. არც სააკაშვილის განცხადება მიკვირს, დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, რადგან მას ეს პირველად არ უთქვამს. ეს მისი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, მერე იტყოდა, რომ მე კი ვთქვი, მაგრამ გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოო," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×