უკრაინაში 26 ნოემბერს საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ ქვეყანაში რუსი მამაკაცების შეშვება აიკრძალა. კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეზიდენტმა პეტრო ციგიკალმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აცნობა, რომ რუსეთის მოქალაქე 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს, რამდენიმე გამონაკლისი მიზეზის გარდა, ფაქტობრივად, საერთოდ შეეზღუდათ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობა. უწყების ხელმძღვანელმა გამონაკლის მიზეზად მხოლოდ "ჰუმანიტარული მიზნები" დაუშვა.
უკრაინის გამშვებ პუნქტებზე შემოსული პირების კონტროლი განსაკუთრებით გაძლიერებულია. ცნობიალია, რომ რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ანუ სულ მცირე 2018 წლის 26 დეკემბრამდე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ რუსებისთვის არაა გართულებული. მკაცრად კონტროლდება სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისული უცხოეთი ყველა მოქალაქე.
ცნობისთვის, "ჰუმანიტარულ მიზნები", რომელიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, ციკიგალის განცხადებით, არის დაკრძალვა, დიპლომატიური პასპორტით გადასვლა, იმ შემთხვევაში თუ აქვთ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან შედიან ქვეყანაში ახლობლის ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზით.
პოროშენკოს განცხადებით, რომელიც მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა, 16-დან 60 წლამდე რუსი კაცებისთვის უკრაინაში შეშვებაზე უარის თქმა დაეხმარება ქვეყანას რუსული სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბების თავიდან აცილებაში.
პოროშენკომ ასევე გამოთქვა სურვილი, რომლის თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი 10 ოლქში, რომელშიც საგანგებო საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რუსების რეგისტრაციაც განსაკუთრებით გამკაცრდეს.