ია აბულაშვილი
30.11.2018

 სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს ავლბარის რეზიდენციაში შესვლაზე და ინაგურაციის შემდეგ, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში აპირებს განთავსებას. რა ბედი ეწევა ავლაბრის სასახლეს, რომელიც სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა, გავრცელებული ინფორმაციით მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, სამი ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი, რომ "რესპულიკის სასახლედ" გამოცხადდეს. მეორე, ამ შენობაში განთავსდეს საკონსტიტუციო სასამართლო, ან მესამე - საერთოდ მოხდეს შენობის პრივატიზაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მესვეურთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას კანონში ცვლილებები დასჭირდება, მნიშვნელოვანი იქნება, თუ კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ორგანო ამ შენობაში განთავსდება.

ავლაბრის სასახლის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობას არ ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე. მისი თქმით, "ოცნებაში" ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად, რომელიმე ვარიანტის სასარგებლოდ გადაწყვტილება მიღებული ვერ იქნებოდა.

"გუნდში ამ თეამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ გამართულა, ამ კვირაში ვაპირებთ შეკრებას და მიმდინარე საკითხებთან ერთად შეიძლება ამ თემაზეც ვისაუბროთ. უმრვლესობის სახელით ვერ მოგახსენებთ, რა ფუნქციის მატარებული იქნება ეს შენობა. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ავლაბრის რეზიდენცია წარმომადგენლობით ფუნქციას შეინარჩუნებს, სადაც გაიმართება სახელმწიფოს სახელით მიღებები, გამოფენები, სხვა კულტურული ღონისძიებები, ანუ საქართველოს სახის წარმოჩენის საშუალება ექნება" - განაცხადა "რეზონანსთან" აკაკი ზოიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×