რეზონანსი
30.11.2018

 სალომე ზურაბიშვილის „ევრონიუსისთვის“ და „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე მიცემულმა ინტერვიუებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის მიმართ მკაცრი გამონათქვამების გამო აქებენ და წერენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი განცხადებებით რომ ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, მასთან ამომრჩეველს პრეტენზია აღარ ექნებოდა.

მათ შორის ერთ-ერთია მომღერალი მაია დარსმელიძე, რომელმაც „ევრონიუსის“ ინტერვიუ გააზიარა და დაწერა:

„ვაიმეეე, ეს რას ისმენს ჩემი ყურები? ეს არ არის ის, რასაც ამ ქალისგან ვისმენდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეგრევე გეექცა ბიძოს, თუ რა ხდება?“

სოფო ნიჟარაძე კი აღნიშნავს:

„ვერ ვიჯერებ, შეიცვალა? შეიძლება, ვიღაც-ვიღაცებზე ჰგონია, რომ ვერ გაიგებენ, ინგლისური მაინც არ იციანო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×