თამარ შუკვანი
01.12.2018

 „თაკო ჩარკვიანს თავს დაესხნენ. ჯერჯერობით, დეტალები არ ვიცით, ვარკვევთ ყველაფერს. კამერები არის და დაუყოვნებლივ ამ ადამიანების დაკავება უნდა მოხდეს.

„როგორც გვითხრეს, ეს უცნობი პირები ბოლო ერთი დღეა ქუთაისის აეროპორტში ტრიალებდნენ. შელაპარაკება, თავდასხმა, პოლიტიკურ ნიადაგზე განხორციელდა," - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართვენ, სადაც ამ თემის ირგვლივ დეტალურად ისაუბრებენ.

ქუთაისის აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. მომხდარი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ ინფორმაცია „რუსთავი 2" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×