„მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება არ ისჯება კონკრეტული სასჯელებით, ხოლო ყიდვა-შენახვა-ფლობა დასჯადი რჩევა. ამის გარდა, 21 წლამდე ახალგაზრდისთვის მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, ისევე როგორც პირად სივრცეში არასრულწლოვანის თანდასწრებით მოხმარება," - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
კანონპროექტი, რომელიც მარიხუანს მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას გულისხმობს, გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო მომზადებული.
აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ კანონის თანახმად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საჭის მართვის პროცესში, მარიხუანას თრობის ქვეშ ყოფნა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
„ნარკოტიკული თრობით, კონკრეტულად მარიხუანით გამოწვეული საჭის მართვა იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარებაც დასჯადი იქნება.
„ეს არის ძირითადი რეგულაციები და სამკაოდ გონივრული იმისათვის, რომ მარიხუანის ბოროტად გამოყენება არ მოხდეს, როგორც ნარკოტიკული საშულების. ნებისმიერი ნარკოტიკური საშუალების მოხმარება არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, შეიცავს რისკს, განსაკუთრებით არასრულწოვანებისთვის.
„პირად სივრცეში მოხმარება და ისიც არასრულწლოვანის თანდასწრებით თუ არ იქნება, არ დაისჯება არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული სანქციით," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.