ტატა შოშიაშვილი
02.12.2018

 2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში, ლიხაურის ქუჩაძე, დააკავეს უკრასინის 5 მოქალაქე. მათ შორის ერთერთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაა, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2" იუწყება.

„ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებულების შესახებ არაფერი იცის და არც მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი არაა მისთვის ცნობილი:

„მე პირადად საერთოდ არ ვიცნობ ამ ლუკა ჩხეტიას და ეს ინფორმაცია მეც ტელევიზორიდან გავიგე. მე ნამდვილად არ ვიცი არაფერი ამის შესახებ. აქციაზე ათიათასობით ადამიანი მოდის. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ დაკავებულს, არც მათ შესახებ არ ვიცი არაფერი", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×