რეზონანსი
02.12.2018

 (რეზონანსი) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულებულია.

როგორც გრიგოლ ვასაძემ აქციის დასრულების შედეგ, მედიას განუცხადა, ხელისუფლებას ოპოზიციამ შესთავაზა ოპტიმალური გეგმა.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოს მიმართავენ.

„ჩვენი იურისტები მუშაობენ იმაზე, რომ შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შევთავაზეთ ხელისუფლებას თანამშრომლობა, რომ უაზრო ყველასთვის დამაზიანებელ და დამანგრეველ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ ერთად. ცალ- ცალკე ვერ გამოვალთ. მთელი ჩემი ცხოვრება ვიმეორებ, რომ ქართველები უნდა ვიყოთ ერთად. იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ ნატო-ში შევალთ, ვერ ევროპაში შევალთ და ვერ ნორმალურ სახელმწიფოს ავაშენებთ. შევთავაზეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის იქნება სასარგებლო,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×