თამარ შუკვანი
03.12.2018

 „ამ კვირის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოში 5-6 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში 5, 6, 7, და 8 დეკემბერს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ნალექი. მთაში ზოგან თოვლის სახით და მაღალ მთლიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება არ არის მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ღრუბლიან ამინდს უნდა ველოდოთ.

„ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება და ჰაერის მასების შემოჭრა ჩრდილო რაიონებიდან მოსალოდნელი არ არის. ძირითადად, ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

„ღამის საათებში დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-7 გრადუსი სითბო ნარჩუნდება, დღისით 13-18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით ღრუბლიანი ამინდის ხარჯზე ჰაერის ტემპერატურა დიდად ვერ მოიმატებს. ამიტომაც დღის ტემპერატურა ბარში 6-11 გრადუსი და ღამის საათებში 0, +5 გრადუსი იქნება. 12-13 დეკემბრამდე ასეთი ამენდების პირობებია მოსალოდნელი," - განაცხადა დოდო გვაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×