რეზონანსი
03.12.2018

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ შედგებაო.

გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება.

ამიტომ, მტკვარზე დიდი ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე თავისი ქართულით ფიცის წაკითხვასაც მორჩება. ასარევათ მოსული ხალხი კი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება, წყალი ეხლა ისეთი ცივია.

პ.ს. არღანის წაღება არ დაგავიწყდეთ, მტკვარზე დაცურებულ ტივს უხდება, ოღონდ რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე აუცილებლად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×