რეზონანსი
03.12.2018

 (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც ჩვენში დიდი აჟიორტაჟი მოჰყვა. რუსული გამოცემის "Экспресс Газета" ინფორმაციით, თითქოს კიკაბიძე ფარულად ჩაფრინდა სანკტ-პეტერბურგში და შთამბეჭდავი ჰონორარის სანაცვლოდ კონცერტი ერთ-ერთ კლუბში გამართა. 

"ეს ბინძური ჭორია!2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ! ვისაც ჩემი არ სჯერა, მისი საქმეა! საქართველოში ვარ ეს დღეები, დღეგამოშვებით დიალიზზე მიწევს ყოფნა და ამ წუთშიც საავადმყოფოდან გელაპარაკებით! არ მინდა დეტალებზე ვილაპარაკო, თუ როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... თუნდაც მაგის გამო ვერ წავიდოდი, ჩემს პრინციპულ გადაწყვეტილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

გუშინ ჩემზე გაავრცელეს ჭორი, დღეს პეტრეზე ან პავლეზე გაავრცელებენ, მერე კიდევ სხვადასხვა პოლიტიკოსებზე და ასე მოცოცავენ ჩვენს ქვეყანაში! 2008 წლის შემდეგ რუსეთში აღარ ჩავსულვარ. ომის შემდეგ ამ ქვეყნის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ, იქ არც ფეხი ჩამიდგამს, არც ხელი და არც უკანალი", - განაცხადა კიკაბიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

 

"კვირის პალიტრა"

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×