თამარ შუკვანი
04.12.2018

 „შესაბამისობაში მოდის და ვფიქრობ, არაფერი ტრაგედია ამაში არაა. ყველაფერი შემცირებისკენ მიდის. მითუმეტეს, თუ პრეზიდენტი სხვა სასახლეში გადადის. შეესაბამება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. კონსტიტუციით, მისი უფლებამოსილება შემცირებულია და ამაზე მეტი შემცირება გამორიცხულია. ამის შესაბამისობაში მოდის ბიუჯეტიც," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასა და ზოგადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირებაზე საუბრისას.

ახალი არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება და 6 მილიონი ლარი იქნება. ამასთანავე, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140-დან 60-მდე შემცირდება და უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც.

ქანთარია აცხადებს, რომ როდესაც მსჯელობა იყო კონსტიტუციაზე, საუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებასაც შეეხებოდა.

„როდესაც კონსტიტუციაზე მსჯელობა მიდიოდა, ამაზე მაშინაც იყო საუბარი. ბიუჯეტი საკმაოდ გაზრდილია და შესაძლებელია უფრო მეტად მოქნილი იყოს. ეს ახალმა პრეზიდენტმაც იცის," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×