(რეზონანსი) "მე რომ პატარა ვიყავი, მამა აფხაზეთში იბრძოდა. მახსოვს, რომ ჩამოვიდა, ვერის ბაღში „ელიტკლუბი“ იყო, იქ ამიყვანეს სცენაზე და გიოს ორი სიმღერა ვიმღერე. ერთი „ლოთიანი“ იყო. მეორე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს გიოს თვალები, ძალიან ამაყი იყო. მის მერე ზოგჯერ მამუკა ჩარკვიანისა და გიოს დუეტს ვმღეროდით ხოლმე მე და მამა, „თავისი დრო აქვს“... ოღონდ არა დაგეგმილად. სპონტანურად ხდებოდა ყოველთვის ჩემი სცენაზე აყვანა", - ამის შესახებ გიო ხუციშვილის ვაჟმა, ნოდარიკო ხუციშვილმა განაცხადა.
"არ ვიცი, სუბიექტური ვიქნები თუ ობიექტური, მაგრამ დღესაც მგონია, რომ ისე, როგორც გიო მღეროდა, ვერავინ მღერის და ვერც ვერავინ იმღერებს. ნიჭიერი სამეგობრო ჰყავდა გიოს, ბევრი მღეროდა და მამამ მოახერხა, ასე კარგად აეტანა სიმღერა სახლიდან სცენაზე, ამას სხვანაირი კულტურა უნდა. მე რაც შემეხება, ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯაზისკენ და ფანკისკენაც ვიხრები.
ჩემთვის გიო სხვა იყო. ვიმეორებ, მასავით ვერავინ იმღერებს, ვერც მე. სიამოვნებით ვიმღერებ მის სიმღერას თუ მომცემენ, მაგრამ ჩემი ხაზიც თუ გამოჩნდება შოუში, გამიხარდება", - აღნიშნა ნოდარიკომ "Prime Time" - თან საუბარში.
"Primetime.ge"