რეზონანსი
04.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ზურაბიშვილი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქში.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×