გვანცა წულაია
04.12.2018

 ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც პოლიტიკოსის საცხოვრებელი სახლია, პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობდნენ.

ნიკა რურუა საკუთარ სახლში რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუას დედამ გამოიძახა სასწრაფო, თუმცა, ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ზანდუკელის ქუჩაზე, შეკრებილები არიან ნიკა რურუას ახლობლები და მეგობრები.

ნიკა რურუას მეგობრებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირები გამოძიება უკვე დაიწყო.

"მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×