ელზა პაპოშვილი
04.12.2018

 სად გაიმართება საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კვლავ უცნობია და ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას კვლავ არა აქვს.   „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. ტელეკომპანიას ამის მტკიცებულებად ადგილობრივების ინფორმაცცია მოჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილის დასათვალიერებლად თბილისიდან გარკვეული ჯგუფი იყო ჩასული. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინაუგურაციის გამართვაზე რამდენიმე რეჟისორი იმუშავებს. ერთ-ერთ მათგანად კი ბასა ფოცხიშვილი სახელდება. ის ტელეკომპანიასთან  საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მან ზუსტად არ იცის უკვე გადაწყდა თუ არა ინაუგურაციის ადგილი. 

„რეზონანსი“მმართველ გუნდთან ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გვიპასუხა, რომ მისთვის უცნობია რაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია ინაუგურაციის თელავში ჩატარების შესახებ, რადგანაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. მათიკაშვილი აბობს, რომ ადგილის შერჩევაზე მუსაობა მიდის, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. 

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ჯერ არც არაფერი გადაწყვეტილა. არ ვიცი საიდან და რაზე დაყრდნობით მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება. ტერიტორიების შერჩევა  მიმდინარეობს და ალბათ გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება. ამის შესაახებ საზოგადოებას ეცნობება“, - აცხადებს მათიკაშვილი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×