"არჩევნების შემდეგ შევხვდი ივანიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ "ქართულ ოცნებასთან" არ ვარ ვალში, შეგიძლია იყო დამოუკიდებელი", - განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოპულარულ ამერიკულ გამოცემა DAILY BEAST-თან საუბრისას.
ზურაბიშვილი აღიარებს, რომ მის გამარჯვებაში მთავარი როლი ივანიშვილის „ქართული ოცნების" მხარდაჭერამ ითამაშა. თუმცა მისი თქმით, არ არსებობს წინაპირობები, რომელიც მას აიძულებს, მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის ერთგული იყო.
ამასთან, მისი შვილი გორჯესტანი ამავე გამოცემასთან ამბობს, რომ "ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ (სალომე ზურაბიშვილს) ფუნდამენტურ ღირებულებებში დაესხნენ თავს და დააბრალეს პრო-რუსულობა, რაც ჩვენი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე სასაცილოც კია."