რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) ქედაში, სოფელ გობრონეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას 17 წლის ბიჭი დაშავდა. მოზარდი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედპერსონალის ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცეცხლი ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს გუშინ საღამოს გაუჩნდა, თუმცა, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, დაიწვა სახლის სამი ოთახი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×